02ნოე,2026
ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრების შესარჩევი კონკურსი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრების შესარჩევი კონკურსი დაიწყო
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ჩაერთონ ფაკულტეტის საქმიანობაში, საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ, დარეგისტრირდნენ კონკურსში და გამოიყენონ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი