
17აპრ,2025
Fishbowl დებატები
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების ინიცირებითა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით, 15 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა დებატები Fishbowl ფორმატით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე არსებულ პროცესებზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა დებატებში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
Fishbowl ფორმატის დებატმა დამსწრე მაღალი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
აღნიშნული დებატი გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, ლია გელაშვილის ხელმძღვანელობით.
გალერეა





