28ნოე,2023
FUCE-ს საზაფხულო სკოლა ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 1-5 ივლისს, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას თემაზე „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების ეტაპზე“.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო (გარდა პირველი კურსის სტუდენტისა) და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
პირობები:
• მგზავრობის ხარჯებს ფარავს თავად სტუდენტი
• ცხოვრების და კვების ხარჯებს ფარავს FUCE
მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 2024 წლის 15 იანვრისა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ. ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ FUCE summer school 2023.
საჭირო დოკუმენტაცია:
• CV
• სამოტივაციო წერილი
• ნიშნების ფურცელი
• ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან საბაუნის ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, საბაუნის ენების ცენტრი ჩაატარებს ტესტირებას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი).
დედლაინები:
10 იანვარი - საბუთების მიღება
12 იანვარი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
29 თებერვლის შემდეგ, ფედერაციის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება
შერჩევის კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება - 40%
ინგლისური ენის ცოდნა - 30 %
მოტივაცია - 30%
შენიშვნა 1: თანაბარი შეფასების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
შენიშვნა 2: თანაბარი ქულების შემთხვევაში, ასევე, უპირატესობა მიენიჭება ბაკალავრის პროგრამის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის ბროშურა
საზაფხულო სკოლის პროგრამა (კურსები)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში:
ელ. ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/115