07თებ,2023
FUCE საინფორმაციო შეხვედრა
3 თებერვალს საბაუნიში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა FUCE სასწავლო სტიპენდიის შესახებ. შესაძლებლობა ექსკლუზიურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.
სტიპენდიის ფარგლებში საბაუნის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ FUCE წევრ საბაუნის პარტნიორ ერთ-ერთ უნივერსიტეტში. შერჩეული სტუდენტი მიიღებს 2500 ევროს უცხოეთში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად.
მნიშვნელოვანი თარიღები:
13 მარტი, 15:00სთ - ტესტი უცხო ენაში მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტის დაწერის მსურველები აღნიშნულ დროს უნდა გამოცხადნენ 407-ე აუდიტორიაში).
10 მარტი - საბუთების გადაგზავნა საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში
14 მარტი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან