17სექ,2026
გაცვლითი პროგრამა აიხშტატის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება აიხშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობისათვის:
- აპლიკანტი უნდა იყოს თეოლოგიის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
- აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 27-ს;
- აპლიკანტი უნდა იყოს მდედრობითი სქესის;
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება;
- უნდა ჰქონდეს დასრულებული საბაუნიში მინიმუმ ერთი სემესტრი
სტუდენტის მობილობა ფინანსდება აიხშტატის ეპარქიის მიერ.
გერმანული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საგნებს გაეცანით ბმულზე
შენიშვნა 1: გთხოვთ გაითვალისწინოთ: აიხშტატის უნივერსიტეტში თეოლოგიის პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ გერმანულ ენაზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 23 სექტემბრისა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro Pass ფორმატში (https://europa.eu/europass/en);
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან;
- საზოგადოებრივი ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი.
დოკუმენტი
- კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღებ უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან და გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიიღება აპლიკანტის საბაუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: გაცვლითი პროგრამა აიხშტატის უნივერსიტეტში.
შენიშვნა: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 25 ქულა;
- მოტივაცია * - 25 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა - 10 ქულა;
- სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 10 ქულა
სტუდენტის მოტივაციას აფასებს რექტორის ბრძანების მიერ დადგენილი შესარჩევი კომისია შემდეგი ნიშნების მიხედვით, თუ რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს და რამდენად აქვს გაცნობიერებული კონკრეტული გაცვლითი პროგამის მნიშვნელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ თეოლოგიის და სოციოლოგიის პროგრამებზე რეგისტრირებულ სტუდენტებს.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 24 სექტემბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში;
- 24 სექტემბერი - საბუთების მიღება;
- 25 სექტემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577 34 77 13
ოთახი 408