 
                                                                                        25აგვ,2025
გარე მობილობა
2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები :
| № | საფეხური | საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება | შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილების რაოდენობა | 
| 1 | ბაკალავრიატი | სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა | 18 | 
| 2 | მაგისტრატურა | აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა | 3 | 
| 3 | მაგისტრატურა | საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა | 2 | 
| 4 | ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა | 7 | 
| 5 | ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა | 3 | 
| 6 | ბაკალავრიატი | ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა | 10 | 
| 7 | მაგისტრატურა | ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა | 4 | 
| 8 | მაგისტრატურა | ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა | 3 | 
| 9 | ბაკალავრიატი | საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა | 7 | 
| 10 | ბაკალავრიატი | ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 13 | 
| 11 | ბაკალავრიატი | საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა | 10 | 
| 12 | ბაკალავრიატი | პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა | 5 | 
| 13 | ბაკალავრიატი | ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 18 | 
| 14 | ბაკალავრიატი | თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 2 | 
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების (სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ - რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით) საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 2025 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - 2025 წლის 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
  მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 2025 წლის  22 სექტემბერი. 
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს: 
ა)  სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე); 
ბ) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი.
გ) მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომისა და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ნოტარიულად დამოწმებულიასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ე) ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ვ)  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ზ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში; სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის მითითება). 
თ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
გ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
ე) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.
 
                                                                                         
                                                                                        