15იან,2026
გარე მობილობა
2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
|
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
|
1 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობები |
7 |
|
2 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგია |
10 |
|
3 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერება |
5 |
|
4 |
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგია |
10 |
|
5 |
მაგისტრატურა |
აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება |
5 |
|
6 |
ბაკალავრიატი |
სამართალი |
10 |
|
7 |
ბაკალავრიატი |
საჯარო მმართველობა |
5 |
|
8 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობა |
2 |
|
9 |
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვა |
2 |
|
10 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირება |
2 |
|
11 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირება |
6 |
|
12 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმი |
8 |
|
13 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგია |
5 |
ჩარიცხვის ვადები
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების (სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2026 წლის 28 იანვრიდან - 2026 წლის 11 თებერვლის 18.00 საათამდე) რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით) საბუთების მიღება - 2026 წლის 12 თებერვლიდან - 16 თებერვლის ჩათვლით.
- გასაუბრება ინგლისური ენის დონის დასადგენად - 2026 წლის 12 თებერვალი და 17 თებერვალი, დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- კრედიტების აღიარება - 2026 წლის 17 თებერვალი.
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - 2026 წლის 18 თებერვალი - 19 თებერვალი.
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 2026 წლის 20 თებერვალი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი.
გ) მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომისა და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ე) ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ზ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში; სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის მითითება).
თ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) წარმოდგენა.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
გ) სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში ან ბმულზე: <https://www.sabauni.edu.ge/ka/content/rekvizitebi> );
დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
ვ) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.