18ივნ,2023
გიორგი გორაძე ევროპარლამენტში
2023 წლის 7 ივნისს ევროპარლამენტის შენობაში ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე The Crime of Genocide in International Law and in the Work of the European Parliament. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე Russian Policy Towards Neighbour Countries: Legal Context. აღსანიშნავია, რომ პროფესორი გიორგი გორაძე ასევე იყო ამ კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტთა ჯგუფისა და იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ.