10ნოე,2025
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ინდივიდუალურ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
დაფინანსება:
- სწავლის საფასური
- ცხოვრება ლუბლინში ერთი სემესტრის განმავლობაში
დანარჩენ ხარჯებს (მგზავრობა, დაზღვევა და ლუბლინში ცხოვრების ყოველდღიური ხარჯები) ფარავს აპლიკანტი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ კურსებს გაეცანით ბმულზე
საჭირო დოკუმენტაცია
- მოკლე ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV)
- სამოტივაციო წერილი
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ საბაუნის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 23 ნოემბრისა.
სათაურის ველში მიუთითეთ exchange program KUL
უცხო ენის დონის განსაზღვრა მოხდება ადგილზე, საბაუნის უცხო ენათა ცენტრის მიერ. მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
23 ნოემბერი - საბუთების მიღება
19 ნოემბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
25 ნოემბერი, 10:15 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, +995 32 242 22 42/115 ; 408 ოთახი (მე-4 სართული)