25სექ,2026
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა პარიზში
ცხადდება საბუთების მიღება ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში. პროექტის თანახმად, საბაუნის სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ ერთი სემესტრი პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარების პირობით. შერჩეული სტუდენტი თავისუფლდება სწავლის გადასახადიდან როგორც მიმღებ უნივერსიტეტში, ასევე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.
შემოთავაზებულ კურსებს ინგლისურ ენაზე გაეცანით ბმულზე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
- მეორე და მეტი კურსის სტუდენტებს
- აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტებს
- ფინანსური დავალიანების არქმონე სტუდენტებს
- სტუდენტებს რომელთა GPA აღემატება 2 -ს
- სტუდენტებს რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს მინიმუმ B2 დონეზე
ფინანსური ნაწილი
- პროექტის ფარგლებში სტუდენტი თავისუფლდება სწავლის გადასახადიდან
- სტუდენტი თავად ფარავს მგზავრობის და პარიზში ცხოვრების ხარჯებს
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან ფრანგული) - 25 ქულა;
- მოტივაცია - 25 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა - 10 ქულა;
- სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 10 ქულა
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- CV Euro Pass ფორმატში
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან
- საზოგადოებრივი ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღებ უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან და გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)
ტესტირების შემთხვევაში, არაა სავალდებულო სერტიფიკატის გადმოგზავნა რეგისტრაციის დროს, საბუთების გადმოგზავნისას მიუთითეთ რომ დარეგისტრირებული ხართ ტესტირებისთვის
მნიშვნელოვანი თარიღები:
8 ოქტომბერი მაისი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
8 ოქტომბერი - საბუთების გადმოგზავნა
9 ოქტომბერი -გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტრაციის დროს)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ Exchange_ICP
შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური შერჩეული კანდიდატების სიას გადაუგზავნის მიმღებ უნივერსიტეტს, რის შემდეგაც საბოლოო პასუხი ეცნობებათ მონაწილეებს ელ.ფოსტის მეშვეობით.
მიმღები ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ ინგლისურენოვან საგნებს გაეცანით აქ
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
ოთახი 409, მეოთხე სართული ან დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge