
17ოქტ,2025
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების გასვლითი ლექცია
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, შორენა გოგიაშვილის ორგანიზებით, I და II კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში, რომლის ფარგლებშიც რეალურად მოირგეს გიდის პროფესია და ძველი თბილისის ტური ინგლისურ ენაზე ჩაატარეს.
სტუდენტებმა ხელმძღვანელს ინგლისურ ენაზე გააცნეს თბილისის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტოლერანტობის ტრადიცია. ტურის ფარგლებში ისინი ეწვივნენ კათოლიკურ ეკლესიას, სინაგოგას, მეჩეთს, ანჩისხატს, სიონის ტაძარს, ასევე დაათვალიერეს შარდენის ქუჩა, აბანოთუბანი, მეტეხის ტაძარი და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
პროექტის მიზანი იყო სტუდენტების პრაქტიკული ენობრივი, პრეზენტაციული და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარების გაღრმავება რეალურ გარემოში, რაც მათ დაუვიწყარ გამოცდილებად ექცათ.