16ნოე,2017
„ისწავლე და ასწავლე დემოკრატია“ - საბაუნის ახალი სამოქალაქო-საგანმანათლებო პროექტი
2017 წლის 16 ნოემბერს ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლაში დაიწყო საბაუნის ახალი სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტის - „ისწავლე და ასწავლე დემოკრატია“ პილოტირება. პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის.
პროექტის მთავარი მიზანია, სკოლებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ღია საზოგადოების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში დებატების ხელოვნების უნარის გაუმჯობესებას, კრიტიკულ აზროვნებას, აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის უნარების განვითარებას. შეხვედრას უძღვებოდნენ საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროექტის კოორდინატორი ბ-ნი ირაკლი ცხადაძე და პროექტის ავტორი და მენეჯერი ბ-ნი თენგიზ დალალიშვილი.