25მარ,2024
ჟურნალის "კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხები" მეორე ტომი გამოიცა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრმა ჟურნალის "კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხები" რიგით მეორე ტომი გამოსცა.
აღნიშნულ ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც ცენტრის მკვლევრებს, ასევე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს.
მეორე ტომში დაბეჭდილი სტატიებია:
- აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული მექანიზმების არსებობის მიზანშეწონილობა სისხლის სამართლის პროცესში - ლილი სულუხია;
- არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულებისას - თორნიკე ცინარიძე;
- არასრულწლოვანის მიერ კიბერბულინგის სამართლებრივი პრევენცია - გვანცა ძამაშვილი;
- სასჯელის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის ეფექტიანობა ტერორიზმში მსჯავრდადებულებთან მიმართებით - ალექსანდრე კახნიაშვილი;
- ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის სამართლებრივი პრევენცია - ანნა კახოშვილი;
- ნამდვილი ნების არარსებობის პრეზუმფცია სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის დროს - თინათინ კაჭკაჭიშვილი.