24ოქტ,2023
კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია
მიმდინარე წლის 19-20 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „კათოლიკური უნივერსიტეტების გამოჩენილი პირები და მათი ისტორიები“, რომელიც ორგანიზებული იყო რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის (ნოტრ დამის უნივერსიტეტი, აშშ) მიერ.
აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ორდღიანი შეხვედრების მანძილზე ისაუბრეს იმ პირების ცხოვრებაზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათი მშობლიური უნივერსიტეტების დაფუძნებისა და განვითარების საქმეში. გარდა ამისა, მასპინძელმა უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა ნანოვიკის ინსტიტუტის დამფუძნებელს, რობერტ ნანოვიკს.
ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის (CUP) ეგიდით. CUP არის ნოტრ დამის უნივერსიტეტთან არსებული ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს კათოლიკურ უნივერსიტეტებს პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან და მიზნად ისახავს ამ უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და განვითარებას. პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა აქტიურ საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. 2022 წელს ამ კონფერენციას უმასპინძლა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, რომლის თემა იყო „გამძლეობა და აღდგენა, გამოწვევები უნივერსიტეტებისათვის“.