04ნოე,2022
კონფერენცია ადამიანის უფლებებში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში (2-10 დეკემერი), აცხადებს მე-4 სტუდენტურ კონფერენციას ადამიანის უფლებებში. კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს პრაქტიკული მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემურ საკითხებსა და მისი გადაჭრის გზებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი, 2022 (რეგისტრაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს აბსტრაქტიც).
გადარჩეული აბსტრაქტების ავტორები მიიღებენ მეორე ეტაპზე გასვლის მეილს.
დასრულებული ნაშრომების წარმოდგენის ვადაა: 2022 წლის 30 ნოემბერი
დაიშვება მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომები.
წარმატებული ნაშრომების ავტორები მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ მეილს.
კონფერენციის ჩატარდება 2022 წლის 3 დეკემბერს
დასაწყისი: 11:00 საათი
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10 წუთისა, კითხვა-პასუხისთვის განესაზღვრებათ დამატებითი - დრო 5 წუთი.
კონფერენცია ჩატარდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. მისამართი:კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა №3.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამარჯვებულები მიმართულებების მიხედვით დაჯილდოვდებიან გამოცემებითა და სიმბოლური
საჩუქრებით.