06ოქტ,2022
კონსტიტუციური შეთანხმების 20 წელი
საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით, 2022 წლის 15 და 16 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში იმართება სამეცნიერო კონფერენცია: კონსტიტუციური შეთანხმების 20 წელი.
კონფერენციის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების და საქართველოს ისტორიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის კონსტიტუციური აღიარების აქტის სხვადასხვა აკადემიური დისციპლინების ფარგლებში კვლევის არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი კვლევების ხელშეწყობა.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: სამართალი; თეოლოგია; რელიგიის კვლევები; ისტორია, სოციალური მეცნიერებები, პოლიტიკის მეცნიერებები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციის ერთ-ერთი სექცია, ასევე, დაეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შესაბამის ექსპერტებს, მათი განსაკუთრებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციაზე რეგისტრაციის მსურველებმა 2022 წლის 25 ნოემბრამდე შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-მისამართზე: conference2022@ug.edu.ge კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ამავე ელ-მისამართზე.