27დეკ,2023
ლადო ჭანტურიამ საბაუნიში ჩაატარა საჯარო ლექცია
ევროსასამართლოს მოსამართლემ, პროფესორმა ლადო ჭანტურიამ საბაუნიში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სუბსიდიურობის პრინციპი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში“.
ქართული სამართლის განვითარებაში ლადო ჭანტურიას მიერ გაწეული ღვაწლი ფასდაუდებელია. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალი ქართული სამართლის ფორმირებაში.
პროფესორი 300-მდე სამეცნიერო კვლევისა და მრავალი მონოგრაფიის ავტორია.