20აგვ,2020
მემორანდუმი სამოქალაქო პლატფორმა 20/20-თან
20 აგვისტოს საბაუნისა და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთანამშრომლობის გზით, ერთობლივი პროექტების ორგანიზებას, სტუდენტებისათვის ცოდნის ამაღლებას და დასაქმების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი კოორდინაციას გაუწევს სტუდენტების შერჩევის პროცესს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას. თავის მხრივ, 20/20 შერჩეული სტუდენტებისათვის მიზნობრივ ტრენინგებს ჩაატარებს და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. მხარეები ასევე დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ტრენინგებს და საჯარო ლექციებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ.