15ივნ,2023
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ,,მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის" წარმომადგენლები, ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე და იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური გვესტუმრნენ.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია 2023 წლის 6-8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესის შესახებ.