05ნოე,2026
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“
27 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“.
კონფერენცია სამ სექციას აერთიანებდა: საერთაშორისო პოლიტიკა და უსაფრთხოება; ფსიქოლოგია და ანთროპოლოგია; განათლების მეცნიერებები. კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა და მკვლევრებმა საკუთარი კვლევების შედეგები წარმოადგინეს და ერთმანეთს აკადემიური გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიებას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და იორდანიიდან მოწვეულ პროფესორებსა და მკვლევრებს უმასპინძლა.
კონფერენციამ ხელი შეუწყო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.