
28მარ,2025
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტში
2025 წლის 24 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ვაჟა ვარდიძე სტუმრობდა ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტს, სადაც შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ რადოსლავ დობროვოლსკის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრორექტორი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით, პროფესორი ზბიგნიევ პასტუშაკი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი იაროსლავ კრაიკა და კაროლინა სოკოლინსკა, საერთაშორისო სტუდენტებისა და სწავლების მხარდაჭერის ოფისის ხელმძღვანელი.
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო 2023 წლიდან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით, რომელსაც მოყვა Erasmus+ ICM KA171 პროექტის დაფინანსება. პროექტის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები და პროფესორები მობილობის პროგრამით ეწვევიან პოლონურ უნივერსიტეტს.
გალერეა


