11ნოე,2026
ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნის - „კარგი ცხოვრების ძიებაში: პოსტსაბჭოთა ერთობები ოსნაბრუკში“ პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში ავტორმა, მაასტრიხტის უნივერსიტეტის მკვლევარმა (PhD) ნინო აივაზიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავისი მონოგრაფია. ნაშრომი სიღრმისეულად იკვლევს გერმანიის ქალაქ ოსნაბრუკში მცხოვრები პოსტსაბჭოთა მიგრანტების გამოცდილებას,ახალ სოციო-კულტურულ გარემოში კავშირების ჩამოყალიბებასა და „კარგი ცხოვრების“ ძიების პროცესს.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საკვანძო თემაზე:
-
მიგრაცია და იდენტობა: როგორ ყალიბდება ახალი სოციალური ერთობები ემიგრაციაში;
-
წარსული გამოცდილების გავლენა: წარსულის კვალი ადამიანის არჩევანსა და ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე;
-
ეთნოგრაფიული პერსპექტივა: ემიგრანტების ყოველდღიური გამოცდილებები და მიგრაციის თანმდევი სოციალური პროცესები.
ღონისძიება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ეთნოგრაფთა საზოგადოების მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ ავტორისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.