13ივნ,2023
პალაცკის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
2023 წლის 5-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და სოცილაურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს Erasmus+ პერსონალის სასწავლო მობილობის პროგრამით ეწვია პალაცკის ოლომოუცის უნივერსიტეტის პროფესორი იაროსლავ ფრანკი.
ჩეხმა პროფესორმა ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან პროფ. გოჩა ბარნოვთან და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან პროფ. თამარ ქობულაძესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ერთობლივი პროექტები.
პროფ. იაროსლავმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში. რიგით მე-6 სიმპოზიუმში „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“,ჩეხმა სტუმარმა წაიკითხა მოხსენება „ქრისტიანული მემკვიდრეობა ჩეხეთში: ევროპული პერსპექტივა“. ხოლო რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“ ისაუბრა თემაზე „პაპის ავტორიტეტი და საზოგადოება სოციალური მედიის ეპოქაში“.
პროფ. იაროსლავ ფრანკი დაესწრო საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ მრგვალ მაგიდას და აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში 2020 წლიდან თანამშრომლობენ Erasmus+ ICM პროექტის ფარგლებში, რომელში მონაწილეოდნენ საბაუნის სტუდენტები და პროფესორები.