29სექ,2023
პირველკურსელთა წვეულება - Welcome Party 2023
დაე, დაიწყოს საუკეთესო მოგონებების, შესაძლებლობების, გამოცდილებებისა და წარმატების ოთხწლეული!
10 ოქტომბერს, სამშაბათს, პირველკურსელებს Welcome Party-ზე გეპატიჟებათ!
მნიშვნელოვანი დეტალები:
- ღონისძიებაზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე;
- Welcome Party-ზე აუცილებელია თან იქონიოთ სპეციალური სამაჯური, რომლის ღირებულებაც შეადგენს 20 ლარს;
- სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახიდან ან მაღალმთიანი რეგიონიდან, თავისუფლდება გადასახადისგან (მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე: student.affairs@sabauni.edu.ge);
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი, 18:00 საათი.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგი რეკვიზიტებით:
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და Welcome party!
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: ა/ა შპს "სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი"
IBAN: GE97BS0000000037536350
სამაჯურები გაიცემა 6 ოქტომბერს (მეოთხე სართული, ოთახი #402).
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #205, ავენიუ.
დაწყების დრო: 19:00 საათი
გაითვალისწინეთ რომ პირები, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას ან არ ექნებათ სპეციალური სამაჯურები, ვერ დაესწრებიან ღონისძიებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ სტუდენტურ საქმეთა მენეჯერს:
- e.jashiashvili@sabauni.edu.ge
- (+995 32) 2 42 22 42/118