02ოქტ,2026
პირველკურსელთა წვეულება 2026
16 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გიწვევთ Welcome Party-ზე, რომელიც პირველკურსელებისთვის იმართება.
საღამოს მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ „მაგდა და ჩვენი ბენდი“, განსაკუთრებულ ენერგიას და მუხტს DJ დაამატებს.
ადგილმდებარეობა: მთაწმინდა ჰოლი
დაწყების დრო: 19:00 საათი
მნიშვნელოვანი საორგანიზაციო დეტალები:
• რეგისტრაცია: ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია (რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი);
• აუცილებელია თან იქონიოთ სპეციალური სამაჯური, რომლის ღირებულებაც შეადგენს 10 ლარს (ეს დაგვეხმარება მონაწილეთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრაში);
• საბანკო რეკვიზიტები: GE97BS0000000037536350 (დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, პ/ნ, Welcome party 2026)
• სამაჯურები გაიცემა 12, 13, 14 ოქტომბერს (მეოთხე სართული, 402-ე ოთახი), 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.
• სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახიდან ან მაღალმთიანი რეგიონიდან, თავისუფლდება გადასახადისგან (მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე: student.affairs@sabauni.edu.ge, წარმოგვიდგინეთ შესაბამისი საბუთი);
გაითვალისწინეთ, რომ პირები, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას ან არ ექნებათ სპეციალური სამაჯური, ვერ დაესწრებიან ღონისძიებას.
საღამო განკუთვნილია მხოლოდ საბაუნის პირველკურსელებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
• student.affairs@sabauni.edu.ge
• (+995 32) 2 42 22 42/135
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!