17ივლ,2023
რიგგარეშე მობილობა "ალტე უნივერსიტეტის" ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის
შპს ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ცნობილია.
ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები შემდეგი სახით გადანაწილდა:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
|
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
35 |
|
ბაკალავრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
65 |
|
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
40 |
ვადები:
- დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა - 2023 წლის 12 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით;
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2023 წლის 17 ივლისიდან - 27 ივლისის ჩათვლით
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - 2023 წლის 28 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით;
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 2023 წლის 2 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით;
ჩასარიცხი პირის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა - არაუგვიანეს 2023 წლის არაუგვიანეს 17 აგვისტო.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
- ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
- გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის მითითება). ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) წარმოდგენა.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი.
- შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
- სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში ან ლინკზე: <https://www.sabauni.edu.ge/ka/content/rekvizitebi> );
- გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
- მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.