13ივლ,2020
საბაუნის ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა წეროვანში და შეხვედრა წმ. საყდრის დესპანთან
2020 წლის 13 ივლისს, დაბა წეროვანში გაიმართა საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო შეხვედრა, სადაც შეაჯამეს განვლილი 2019-2020 აკადემიური წელი, განიხილეს მიმდინარე საკითხები და უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები. 2021 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის საიუბილეო წელია, დაფუძნებიდან 20 წლის იუბილეს საბაუნი მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდება.
შეხვედრას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და წმიდა საყდრის დესპანი, მონს. ჟოზე ა. ბეტანკური, რომელთაც შეხვედრის დასაწყისში მისალამებელ სიტყვაში ისაუბრეს უმაღლესი განათლების ქრისტიანულ ასპექტებზე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები საბაუნიში ტრადიციაა და ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ლოკაციაზე.