
19აგვ,2025
საბაუნის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გიორგი მესხი, გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, გააძლიეროს ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების ინიცირება და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერული განვითარება. კონკურსი მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში გაიარონ ერთთვიანი კვლევითი სტაჟირება, რომელიც დაფინანსებულია როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის, ასევე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.
გიორგი მესხის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საბაუნის აკადემიური საზოგადოების მუდმივ პროგრესსა და საერთაშორისო ინტეგრაციისკენ მიმართულ სტრატეგიას.
უნივერსიტეტი ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და დარწმუნებულია, რომ მიღებული გამოცდილება არა მხოლოდ გიორგის პროფესიულ განვითარებას, არამედ მთლიანად ქვეყნის სამეცნიერო გარემოსაც გაამდიდრებს.