05ივლ,2023
საბაუნის აფილირებულმა ასისტენტმა Renovabis-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა, ფსიქოლოგმა მირანდა ცერცვაძემ, ვენის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლისთვის Renovabis-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
Renovabis-ი გერმანული ფონდია, რომელიც სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მკვლევრებს სამეცნიერო აქტივობების განხორციელებაში ეხმარება.
მირანდა ცერცვაძის სადოქტორო პროექტი გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებისა და შემოქმედების ფსიქოლოგიურ-თეოლოგიური ასპექტების ანალიზს ითვალისწინებს. პროექტი სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და საბოლოო შედეგის სახით გერმანულენოვანი მონოგრაფია გამოიცემა.