25მარ,2024
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
სასწავლო კურსის „ტურიზმის პოლიტიკა-საკანონმდებლო რეგულირება“ გასვლითი ლექციის ფარგლებში საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
საგანმანათლებლო-საექსკურსიო ტურის ფარგლებში დაათვალიერეს პარლამენტის სასახლის შენობა, საქართველოს პარლამენტის მუზეუმი, პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, მარო მაყაშვილის, თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზები.
სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის, პარლამენტის სტრუქტურის, მისიისა და საქმიანობის შესახებ.
ვიზიტის ფარგებში, პროფესორებმა და სტუდენტებმა, ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მუშაობაში.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პარლამენტის წევრების მოხსენებები, კრიტიკულად გაეანალიზებინათ და ჩაღრმავებულიყვნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა;
- თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა;
- ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება.