30აპრ,2026
საბაუნის ლექტორის აკადემიური მობილობა უნგრეთში
სულხან -საბა ორბელიანის უნიოვერსიტეტის წარმომადგენელი, ია იოსელიანი, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, უნგრეთში, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთი კვირის განმავლობაში ია იოსელიანმა უნგრელი სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა თემაზე - „სოციალური მედიის გავლენა კომუნიკაციის ფორმებზე“. ლექციების ფარგლებში სტუდენტებთან ერთად განხილული იყო, თუ როგორ ცვლის სოციალური მედია თანამედროვე კომუნიკაციის სტილს, ენობრივ თავისებურებებსა და ურთიერთქმედების ფორმებს.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო სტუდენტების დიდი ინტერესი და მათი გააზრებული, კრიტიკული დამოკიდებულება სოციალური მედიის მიმართ. ლექციების ფარგლებში მათ გავაცანი სხვადასხვა მკვლევრისა და მეცნიერის კვლევები, რომლებიც სოციალური მედიის გავლენას ეხება.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუდენტების ჩართულობა და მათი განსხვავებული ხედვები ციფრული კომუნიკაციის საკითხებზე. ეს ვიზიტი მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის - იგი ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტებისთვის,“ აღნიშნავს ია იოსელიანი.
მობილობა სრულად დაფინანსებული იყო Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით.