06სექ,2023
საბაუნის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი Keele University School of Medicine-ს ეწვია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ჯილდა ჭეიშვილი, ბრიტანეთში იმყოფებოდა.
„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, რომ ბრიტანეთის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტის (Keele University School of Medicine) პროფესორებთან ერთად მესაუბრა სამედიცინო სფეროს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო ცენტრის დირექტორ, პროფესორთან Paul Horrocks, ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელთან June Keeling, Paul Clews-სა და სხვა კოლეგებთან ერთად, განვიხილე სამომავლო გეგმები და პროექტები, რაც სულხან-საბა ორბელიანის მედიცინის ფაკულტეტისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი და მრავალი შესაძლებლობის მომტანია.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება, რომელიც მეტად გაამყარებს ორმხრივ თანამშრომლობას.
ვაფასებ ბრიტანეთის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან თბილ დახვედრას და მოუთმენლად ველით, რომ Keele University School of Medicine-ს საქართველოშიც ვუმასპინძლოთ.