21ივნ,2023
საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, აფილირებული ასოცირებული პროფესორის თამარ ქობულაძის კვლევითი პროექტი - ,,ფსიქოსოციალური რისკების შეფასება სამუშაოზე“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის ფარგლებში ავტორი ბორდოს უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის ლაბორატორიის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კვლევით ჯგუფთან ერთად (Laboratoire de psychologie EA4139; Programme 6: Transformation, Innovation et Inclusion au Travail) კვლევის მნიშვნელოვან ნაწილს განახორციელებს.