09ნოე,2023
საბაუნის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბაუნის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ახალი გამოცემის წარდგენა გაიმართა.
„ლადო ჭანტურია 60“ საიუბილეო გამოცემაა, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეს, პროფესორ ლადო ჭანტურიას მიეძღვნა.
საიუბილეო კრებული, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო სტატიებსა და თარგმანს კერძო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებების, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის მეთოდების მიმართულებით, სულხან-საბა ორბელიანის პრორექტორის, პროფესორ დიმიტრი გეგენავას რედაქტორობით გამოიცა.
ღონისძიებას საბაუნის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები დაესწრნენ.