19ივლ,2023
საბაუნის წარმომადგენლები გრიგოლ პალამას საერთაშორისო კონფერენციაზე საბერძნეთში
2023 წლის 7-9 ივლისს, საბერძნეთის ქალაქ ვერიაში გაიმართა გრიგოლ პალამას საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე - „ქრისტიანული და არაქრისტიანული თეორიები ომისა და მშვიდობის შესახებ“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორმა გოჩა ბარნოვმა („რუსეთის ეკლესიის ბრალდებები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგ“), ასისტენტ პროფესორმა ანრეა ზახარიუმ („მშვიდობის გრიგოლ აკინდინოსისეული გაგება გრიგოლ პალამასთან კამათის დროს“) და ასისტენტმა, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტმა გურამ ლურსმანაშვილმა („საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCU) ავტოკეფალიის აღიარების პერსპექტივები“).