20მარ,2024
საბაუნიში ჩატარდა ტრენინგი - "ონლაინ ტრეფიკინგი"
საბაუნის ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი ონლაინ ტრეფიკინგის თაობაზე.
ტრენინგს გაუძღვა ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის ოპერაციების სპეციალისტი პროფ. იორნ ვან რი.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები:
- ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის კონცეფციის შესახებ ზოგადი შესავალი;
- ტექნოლოგიის მაგალითები ინტერნეტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად;
- ნეტნოგრაფიული კვლევა და კიბერეთნოგრაფია;
- დაქირავება და ონლაინ ექსპლუატაცია;
- საქართველოს ონლაინ სექს ბაზრების გამოკვლევა;
- პოლიციის სტრატეგიები ციფრულ გარემოში - რეპრესია, ცნობიერება, რისკები, პრევენცია და სხვ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.