24აპრ,2024
საბაუნიში გაიმართა ტრენინგი ,,როგორ ვიყოთ კარგი ლიდერი ბავშვებთან"
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 20 აპრილს, საბაუნიში გაიმართა ტრენინგი ,,როგორ ვიყოთ კარგი ლიდერი ბავშვებთან".
ტრენინგს უძღვებოდნენ ფსიქოლოგი ლოლიტა შენგელია და თანასწორ-განმანათლებელი ლუკა ნადარაია.
ე.წ. ,,ენერჯაიზერების", გონებრივი იერიშისა და ქეისების გამოყენებით, ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს ლიდერების პიროვნულ მახასიათებლებსა და ღირებულებებზე, ძალაუფლების საფუძვლებზე, ბავშვებთან ლიდერობის სტილსა და ეფექტურ ლიდერობაზე.