11დეკ,2023
საბაუნიში შანდორ პეტეფის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი საღამო გაიმართა
საბაუნიში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს თანაორგანიზებით, შანდორ პეტეფის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში უნგრეთის ელჩის მოადგილე, გაბორ მიკეცი დაესწრო.
შანდორ პეტეფის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ მოხსენებები წარადგინეს პროფესორებმა: ეკა ვარდოშვილმა, ლევან გელაშვილმა და არპად ელეშიმ.
საბაუნის სტუდენტებმა შანდორ პეტეფის ლექსები მხატვრული ოსტატობით წაიკითხეს და პოეტური ატმოსფეროც შექმნეს.
საღამო „იანოშ რაინდი“-ს ეკრანიზაციითა და უნგრული ნაციონალური კერძის, გულიაშის დაგემოვნებით დასრულდა.