22ოქტ,2025
სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა
2025 წლის 27 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე 406-ე აუდიტორიაში გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტის, ცისია ოქროპიძის დისერტაციის დაცვა.
სადოქტორო ნაშრომის თემა: „ქორწინება, როგორც ძირითადი უფლება და მისი მიმართება თანასწორობის საკონსტიტუციო გარანტიებთან“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი დიმიტრი გეგენავა.
სადისერტაციო კომისიის შემადგენლობა:
- პროფესორი გიორგი გორაძე (კომისიის თავმჯდომარე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- დოქტორი ბესიკ ლოლაძე (რეცენზენტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი ქეთევან ერემაძე (რეცენზენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი კონსტანტინე კორკელია (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი მარიამ ჯიქია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი თამარ ავალიანი (კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
დასწრება თავისუფალია.