25მაი,2023
საერთაშორისო კონფერენცია - სამედიცინო განათლების გამოწვევები
25 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე - „სამედიცინო განათლების გამოწვევები“ .
კონფერენციის მთავარი თემები:
• სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში;
• შეფასების სისტემა და მეთოდები სამედიცინო განათლებაში;
• საქართველოში უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის პროცესის სირთულეები.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
• სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;
• კამილიელთა სამედიცინო ცენტრი (საქართველო);
• ლუბლინის იოანე პავლე II-ს კათოლიკური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (პოლონეთი);
• დავით დავარაშვილის კლინიკა (საქართველო).