30აპრ,2026
სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორისაბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს სტუმრობდა
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ფერნანდო რეიეს რავანას უმასპინძლა.
ესპანელი პროფესორი ვიზიტის დასაწყისში შეხვდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამთა მიქაბერიძეს და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ნინო პაპაჩაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა გააკეთეს ფაკულტეტების მოკლე პრეზენტაციები და გამოკვეთეს საერთო ინტერესები, რომლებზეც სამომავლოდ შეიძლება თანამშრომლობის გაგრძელება.
პროფესორმა რავანამ ინტერესი გამოთქვა განვითარების კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის და აკადემიურ ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების.
შეხვედრების მიღმა, ესპანელმა სტუმარმა ლექციები ჩაატარა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თემაზე „მონაცემთა
ვიზუალიზაციაზე“, სადაც ვრცლად მიმოიხილა მონაცემები და მათი დამუშავების ისტორია და განვითარების ეტაპები.
პროფესორ ფერნანდო რეიეს რავანას ვიზიტი 2026 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით განხორციელდა და სრულად დაფინანსებული იყო Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით.