07დეკ,2023
სამართლის ფაკულტეტის დეკანი ორწლიან კვლევით პროექტში მონაწილეობს
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე ამერიკელ, პოლონელ და უკრაინელ მეცნიერებთან ერთად, ორწლიან კვლევით პროექტში - "Legal analysis of Russia`s Activities in Ukraine" მონაწილეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცხრა საერთაშორისო სემინარისა და ორი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, ასევე რამდენიმე სამართლებრივი დოკუმენტის პროექტის მომზადება და პუბლიკაციის გამოცემა.
პროექტს პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი ახორციელებს.
პროექტი 20 ნოემბერს საერთაშორისო სემინარით გაიხსნა.