16მარ,2021
სამართლის ფაკულტეტის მორიგი წარმატება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა აშშ-ის მთავრობის კიდევ ერთი გრანტი მოიპოვა. ფაკულტეტმა გაიმარჯვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში. პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
გრანტის ფარგლებში შეძენილი იქნება 12 ნოუთბუქი, რომლებიც სარგებლობაში გადაეცემათ სამართლის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც საჭიროებენ კომპიუტერს, თუმცა არ აქვთ მისი შეძენის შესაძლებლობა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მადლობას უხდის USAID-სა და PROLoG-ს მხარდაჭერისათვის.