11აგვ,2023
სამართლის ფაკულტეტის პროფესორები საერთაშორისო კვლევით პროექტში მონაწილეობენ
ძალიან კარგი ამბავი გვაქვს!საბაუნის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორები - დიმიტრი გეგენავა, გიორგი გორაძე, უჩა ბახტაძე და აფილირებული ასოცირებული პროფესორი სიმონ ტაკაშვილი საერთაშორისო კვლევით პროექტში - „შედარებითი კვლევის პლატფორმა 2023“ მონაწილეობენ.
„შედარებითი კვლევის პლატფორმა 2023“ პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს სამართლიანობის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევითი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს პოლონეთის, სლოვენიის, ხორვატიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, უკრაინისა და საქართველოს სამართლებრივი სისტემის შედარებით კვლევას შემდეგი მიმართულებით: საკონსტიტუციო ცვლილებები, სამართლის უზენაესობა, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლო სისტემის ეფექტურობა.
კვლევის შედეგები ინგლისურენოვანი მონოგრაფიის სახით გამოიცემა, ხოლო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება - საერთაშორისო კონფერენცია ნოემბერში ვარშავაში გაიმართება.