07დეკ,2023
ვაკანსია საბაუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას სასწავლო პროცესის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 სთ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების დამზადება;
- დიპლომის დანართების ტექნიკური მომზადება;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ბაზაში მუშაობა;
- უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზის განახლება;
- სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის განხორციელება ელექტრონულ ბაზაში;
- სტუდენტთა სასწავლო ცხრილის ატვირთვა ელექტრონულ ბაზაში;
- შუალედური და ფინალური გამოცდების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- სასწავლო კურსის ჟურნალების დამზადება და დაბეჭდვა;
- სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლების და ელექტრონული ფოსტის შექმნა და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
- პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა;
- პირველკურსელთა გზამკვლევის, სხვადასხვა საცნობარო მასალის შემუშავება, დაბეჭდვა და სტუდენტებისთვის დარიგება;
- მობილობით გადმოსული სტუდენტების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების მიღება და განათლების მომსახურების ხელშეკრულებების შევსება; მათი ასახვა ელექტრონულ ბაზაში; საგნებზე რეგისტრაცია და ცხრილის მოწესრიგება;
- სტუდენტების პირადი საქმეების ფორმირება/კონტროლი;
- სტუდენტთა პირადი საქმეების რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება;
- ელექტრონულ ბაზაში სტუდენტების ქულების შეტანის მონიტორინგში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების და აკადემიური/მოწვეული პერსონალის კონსულტაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
- სასწავლო ხასიათის დოკუმენტების დაარქივებაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში აკადემიური/მოწვეული პერსონალისათვის წერითი გამოკითხვების, თუ შუალედური და დასკვნითი გამოცდების მასალების გამრავლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია);
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასწავლო პროცესის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1);
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „სასწავლო პროცესის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 14 დეკემბერი.