18სექ,2026
საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE – FINEDU იწყება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE იწყება.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის.
კონკურსის გამოწვევები
მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ მიმართულებებზე:
-
ფინანსური სერვისების ინტეგრაცია - როგორ გავამარტივოთ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისს შორის ოპტიმალური არჩევანის გაკეთება;
-
გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა - როგორ გავხადოთ ინვესტიციებთან, საპენსიო დანაზოგებთან და სხვა გრძელვადიან ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პროცესები უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი;
-
ფინანსური უსაფრთხოება - როგორ შევამციროთ ფინანსური თაღლითობისა და კიბერდანაშაულის რისკები და გავზარდოთ მომხმარებლების ცნობიერება;
-
ყოველდღიური ფინანსები - როგორ გავამარტივოთ ყოველდღიური ხარჯების მართვა, ბიუჯეტირება და მიზნობრივი დანაზოგის შექმნა;
-
მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები - როგორ შევქმნათ მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტები მცირე ბიზნესებისთვის Cash Flow-ის წინასწარ გასაანალიზებლად და ფინანსური რისკების შესამცირებლად.
პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit-ზე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 20 000 ლარის ოდენობის გრანტი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს.
რეგისტრაცია ხორციელდება გუნდურად.
შიდა კონკურსის შედეგად, უნივერსიტეტს ფინალურ ეტაპზე წარმოადგენს ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 2–4 სტუდენტითა და 1 მენტორით.
კონკურსის ეტაპები
-
საინფორმაციო შეხვედრები და ვორქშოფები უნივერსიტეტში;
-
ონლაინ სესიები იდეის დახვეწისა და Pitch Deck-ის მომზადებისთვის;
-
26–30 ოქტომბერი - ინტენსიური ტრენინგები AI/ML-ის, Software Development-ისა და მეწარმეობის მიმართულებით, მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში;
-
2 ნოემბერი - Demo Day თბილისის ტექნოპარკში.
პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი“.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი
რეგისტრაცია: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.