
08სექ,2025
საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ჩართულობის თემატიკაზე მიძღვნილ სამდღიან ტრენინგში, რომელიც Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მდგრადი საზოგადოებრივი ჩართულობის უნარის გაძლიერება: საქართველოსა და სიერა ლეონეს შემთხვევები“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგებს უძღვებოდნენ პროექტის რიეიკას უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესრი, ბოიანა კულუმი და მატეი ბალას უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) სოციალური მუშაობის პროფესორი, ალბერტა გრეგოროვა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებს მათ მშობლიურ უნივერსიტეტებში.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო საზოგადოებრივი ჩართულობის ინიციატივების გაცნობას ტრენინგის მონაწილეებისათვის და უნივერსიტეტის როლის წარმოჩენას ამ მიმართულებით. მეორე დღე მთლიანად საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებების სასწავლო პროცესში ასახვას ეძღვნებოდა, სადაც ტრენერებმა საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გააცნეს დამსწრეებს ძირითადი გამოწვევები და მათ მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები. ამავე დღეს ისაუბრეს სტრუქტურულ ერთეულზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომში პროექტით გათვალისწიებული აქტივობების განხორციელება და მონიტორინგი. პროექტის დასკვნითი დღე სამუშაო შეხვედრებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა შეაჯამებს მიღებული ცოდნა და ასევე, განიხილეს ის გამოწვევები და გადაჭრის გზები, რომლებიც შეიძლება შეხვდეთ საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საუნივერსიტეტო საქმიანობაში მსგავსი ინიციატივების განხორციელების დროს.
ტრენინგები 2025 წლის 3-5 სეექტემბერს გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში.
„მდგრადი საზოგადოებრივი ჩართულობის უნარის გაძლიერება: საქართველოსა და სიერა ლეონეს შემთხვევები“არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 ინსტიტუციური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უნივერსიტეტების როლს ამ საქმეში. პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი, რომელშიც ჩართულია შემდეგი უნივერსიტეტები: რიეიკას უნივერსიტეტი (ხორვატია), მატეი ბალას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), საქართველოს უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, მაკენის უნივერსიტეტი (სიერა ლეონე), სიერა ლეონეს უნივერსიტეტი (სიერა ლეონე). პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძვანელო, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მიიღონ მეტი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ. ამას გარდა, 2026 წლის აპრილში სლოვაკეთში ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი, რომლებიც სამომავლოდ გადაამზადებენ უნივერსიტეტის პერსონალს აღნიშნული მიმართულებით, ხოლო 2026 წლის ბოლოს საქართველოში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც უნივერსიტეტები წარადგენენ პროექტის შედეგებს.