21სექ,2023
შემოდგომის სემესტრის გაცვლითი პროგრამების სტუდენტები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში ისწავლიან სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და უფინანსდებათ მგზავრობის ხარჯები (ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამის გამოკლებით). გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ შემდეგი სტუდენტები:
- მარიამ კილასონია, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, FUCE-ს გრანტით ისწავლის ვალენსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი);
- ნინო მუხარდგვერდელი, სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, Erasmus+ ICM პროგრამით სადოქტორო კვლევას განახორციელებს სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი);
- მარიამ გაგოშიძე, სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, Erasmus+ ICM პროგრამით სადოქტორო კვლევას განახორციელებს სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი);
- თამარ მათიაშვილი, საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი Erasmus+ ICM პროგრამით სადოქტორო კვლევას განახორციელებს კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი);
- თამარ ვარდია, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, Erasmus+ ICM პროგრამით ისწავლის მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი);
- ციცია მეგუთნიშვილი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, Erasmus+ ICM პროგრამით ისწავლის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი);
- ფარნაოზ მურვანიძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამით ისწავლის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი).