21იან,2025
შიდა მობილობა
2024– 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრა შემდეგი სახით:
| № | საფეხური | საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება | ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
| 1 | ბაკალავრიატი | სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა | 5 |
| 2 | ბაკალავრიატი | ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 15 |
| 3 | ბაკალავრიატი | საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა | 15 |
| 4 | ბაკალავრიატი | ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 20 |
| 5 | ბაკალავრიატი | პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა | 10 |
| 6 | ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამა | 3 |
| 7 | ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა | 10 |
| 8 | ბაკალავრიატი | ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა | 15 |
| 9 | ბაკალავრიატი | თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 3 |
| 10 | მაგისტრატურა | საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა | 3 |
| 11 | მაგისტრატურა | ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა | 2 |
| 12 | მაგისტრატურა | ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა | 2 |
ჩარიცხვის ვადები:
- საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 2025 წლის 21 იანვრიდან - 29 იანვრის ჩათვლით;
- აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების დადება - 2025 წლის 30 იანვარი;
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 2025 წლის 31 იანვარი;
შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისათვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი (არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი).