05აპრ,2023
სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტების, პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის
ცხადდება რეგისტრაცია სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ა) სტუდენტებს
- რომლებიც არ ირიცხებიან სლოვაკურ უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე
- რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო სწავლების საფეხურზე (ან საბაკალავრო საფეხურზე და დასრულებული აქვთ 5 სემესტრი მშობლიურ უნივერსიტეტში)
- აკადემიური მობილობის ფარგლებში შეძლებენ მთელი სემესტრი გაატარონ სლოვაკეთის უნივერსიტეტში
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 1 ან 2 სემესტრი
ბ) დოქტორანტებს
-რომლებიც სწავლობენ სლოვაკეთის გარდა რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში და ექნებათ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების / თანხმობის წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა 1 – 10 თვე
გ) უნივერსიტეტების მასწავლებლებს / მკვლევარებს
-რომელთაც აქვთ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა - 1 – 10 თვე
- სტიპენდიის რაოდენობა დამოკიდებულია აპლიკანტის პოზიციაზე:
სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი - 400 ევრო თვეში
დოქტორანტი - 734 ევრო თვეში
უნივერსიტეტის ლექტორი - 734 / 980 / 1050 ევრო (პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე) შესაძლებელია მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაც.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე 2023 წლის 30 აპრილის 16:00 (CET) საათამდე.
ინფორმაციას ვრცლად გაეცანით ბმულზე (ინგლისურ ენაზე).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სლოვაკური უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მზად არის გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შუამავლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
კითხვები შემთხვევაში, მოგვწერეთ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, მეოთხე სართული ოთახი 408
გისურვებთ წარმატებას!